აშშ-ის სანქციების ფონზე, ირანმა კორეული ტანკერი საკუთარ წყლებში დააყადაღა

სამხრეთ კორეა უკვე აგზავნის დელეგაციას ირანში, რათა მოითხოვოს სპარსეთის ყურეში ირანული ძალების მიერ გატაცებული ტანკერის გათავისუფლება. აღნიშნულს წინ უსწრებდა აშშ-ის მორიგი სანქციები ირანის მიმართ,რომელმაც ირანის ხელისუფლების თანხები გაყინა სამხრეთ კორეულ ბანკში.

Reuters-ის სააგენტოს თქმით, ინფორმაცია სეულის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა, რომელიც ირანის ელჩს დაუკავშირდა და მოუწოდა ტანკერის და მასზე მყოფი მეზღვაურების განთავისუფლება.ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ადრე თეირანის მთავრობის ოფიციალური პირის პოზიციაზე ისაუბრა და თქვა, რომ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩოი იონგ-კუნ უნდა ჩასულიყო ირანში ტანკერის გატაცებამდე, რათა განეხილათ ირანის მოთხოვნა გაყინული თანხების დაბრუნების შესახებ.

სეულში აცხადებენ,რომ მოლაპარაკება ასევე შეეხება სხვადასხვა საკითხებს, მათ შორი ორ ქვეყანას შორის არსებულ „მიმდინარე პრობლემებს“, სამინისტროს სპიკერის თქმით- ”უმოკლეს ვადებში, სამუშაო დელეგაცია რეგიონალური დირექტორის ხელმძღვანელობით გაიგზავნება ირანში, რათა ორმხრივი მოლაპარაკებების გზით ამ საკითხის მოგვარება შეეცადოს”, განაცხადა ჩოი იანგ-სამ.

ირანის ასევე მედიასივრცეში ვრცელდება სხვა მიზეზები, მომხდარი ფაქტის შესახებ, კერძოდ, ირანი დაყადაღებული ტანკერით, აპირებს ბარტერის პრინციპით გაცვალოს ვაქცინის დოზები, გადამზიდი გემის სანაცვლოდ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

კორეული ტანკერი, რომელიც ირანმა 4 იანვარს დააყადაღა