თამარ გაბუნია: შობის დღესასწაულზე მოსალოდნელი ხალხმრავლობა რისკის მატარებელია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ყოველი შობის დღესასწაულზე ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობაა, წელს კი პანდემიის ფონზე, ასეთი ხალხმრავლობა რისკის მატარებელია.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, უკვე რამდენიმე კვირაა, რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი დაიწყო.

„კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ და სტუმრიანობასაც მოვერიდოთ. შობის დღესასწაულზე კიდევ ერთი დაანონსებული შეზღუდვა მოიხსნება, გადაადგილება 6 დეკემბრის ღამეს. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. ,

უკვე რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი. ოდნავ საეჭვო შემთხვევაშიც კი დროული ტესტირება და იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რომ კოვიდინფიცირებულმა საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ეს არის ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ტარდება და რამდენიმე კვირაა ეს პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.