უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ უკრაინის პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ერთობლივ დოკუმეტზე ხელმოწერას იგივე მნიშვნელობას აქვს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერას. ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 63%-ით არის შესრულებული, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა ათობით მნიშვნელოვანი კანონის მიღება.
„ჩვენი გაწევრიანების გზა ათწლეულები არ უნდა გაგრძელდეს. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გავხდებით ევროკავშირის წევრები. ჩვენ სრულყოფილად უნდა შევასრულოთ ჩვენი წილი ვალდებულებები, რათა მივცეთ საშუალება ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, გააკეთონ იგივე სწრაფად, მიიღონ ჩვენთვის კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ერთობლივ განცხადებას ასევე მოაწერეს ხელი უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა.
ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.