თეა წულუკიანი: ბაჩო ახალაიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბაჩო ახალაიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია.

„ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. მორიგი მტკიცებულება, რომ ისინი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ვერასოდეს დაამტკიცებენ, რაც არ არის სიმართლე. კერძოდ, იმას, თითქოს პოლიტიკური ნიშნით დევნილი არიან და  არასდროს არაფერი ჩაუდენიათ. 

ეს ვერდიქტი ამ შემთხვევაში, მორიგჯერ ადასტურებს, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის და სხვების შემთხვევაში, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვმართავდა კრიმინალური რეჟიმი. ამ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა მოიხადა სასჯელი, ზოგი კვლავ იხდის სასჯელს და რასაკვირველია, სასჯელის მოხდა არის ელემენტარული რამ, რაც შეიძლება, ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყნის წინაშე გააკეთონ. ქვეყნის წინაშე, რომელსაც ძალიან ბევრი რამ დაუშავეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფირმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.