ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის ქალაქებისა და რეგიონების ევროპულ ალიანსს ქმნის. ამის შესახებ ევროპის რეგიონების კომიტეტი იტყობინება.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და მისი ადგილობრივი თუ რეგიონული ხელისუფლება გააგრძელებენ სასწრაფო დახმარების გაწევას, ასევე, მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად დღეს და ომის შემდგომ. CoR-მა, ევროკავშირისა და უკრაინის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან ერთად, ჩამოაყალიბა ქალაქებისა და რეგიონების ევროპული ალიანსი უკრაინის აღდგენისთვის, რომელიც ასევე აერთიანებს ქალაქებსა და რეგიონებს ევროკავშირიდან.
ალიანსი შეიქმნა: ერთობლივი ძალისხმევის გაერთიანება ევროკავშირის ქალაქებთან და რეგიონებთან, რომლებიც მზად არიან, გამოიყენონ რესურსები უკრაინის ეფექტიანი და მდგრადი რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად; შემდგომში ხელი შეუწყოს თავისი ძირითადი პარტნიორების კონტაქტებსა და თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და „უკრაინის აღდგენის პლატფორმის“ ფარგლებში, ასევე, ევროკავშირსა და უკრაინის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასა და ასოციაციას შორის; ხელი შეუწყოს უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებს კვალიფიკაციის ამაღლების, კარგი მმართველობისა და ტექნიკური დახმარების გაწევაში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.