პარლამენტმა გიორგი გახარიას ადგილმონაცვლედ ლევან მგალობლიშვილს მხარი დაუჭირა

მეათე მოწვევის პარლამენტმა გიორგი გახარიას ადგილმონაცვლედ ლევან მგალობლიშვილს მხარი დაუჭირა.

უფლებამოსილების ცნობის საკითხი დღეს საპროცედურო კომიტეტმა განიხილა და დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ლევან მგალობლიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 61- ე ნომერია. ის ასევე, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომერს - გიორგი გახარიას სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა 29 დეკემბერს შეუწყვიტა.