დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება.
ვილსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: პარტია "გირჩის", "დროას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ასევე პარტია "ლელოს" ლიდერები: ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი.
„საუბარი 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაგვანახეს, რომ პრობლემას ხედავენ საქართველომ ეს მნიშვნელოვანი შანსი გაუშვას, ეს 6 თვე მნიშვნელოვანი დროა. არ აქვს წარმოდგენა ხალხი რას ვაპირებთ, თითქოს ყველა ველოდებით, რომ ადგება ამერიკის შეერთებული შტატები და საოცრებებს იზამს, რაც გვიშველის. მან გვაგრძნობინა, რომ ჩვენი საომარია, ჩვენი პრობლემაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ პრობლემის გასაღები. აინტერესებდა ჩვენი წარმოდგენები",- განაცხადა "გირჩის" წევრმა, ცოტნე კობერიძემ.