ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო ვალის ზრდა პანდემიამ განაპირობა

"მიზეზი არის მარტივი, ეს არის პანდემია", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დასმულ შეკითხვას, რატომ აქვს სახელმწიფოს ბევრი საგარეო ვალი აღებული.

„თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მათ შორის განვითარებული დასავლური ქვეყნების პრაქტიკას, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად გერმანიას, მარტო პანდემიის დროს რამდენი ვალი აქვს აღებული.

სამწუხაროა, რომ ასეთ შემთხვევაშიც ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საგარეო ვალზე საუბრისას განმარტა, რომ რეალურად, მომდევნო წელს ვალი არა 5 მილიარდ 279 მილიონით, არამედ დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით იზრდება.