თეა წულუკიანი: ზოგიერთი ოპონენტს ევროპა საერთოდ არ სურს

პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არ სურთ ევროპა, –  ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და შესაბამისად, ვალდებული ვართ, გვქონდეს გეგმა, ხედვა და ჩვენ გუშინ გეგმაც წარვადგინეთ და ხედვაც. პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ოპონენტი უარს აცხადებს მონაწილეობაზე. კითხვა თუ ისმის, ასე რატომ აკეთებენ, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.