სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა

ამ დროისთვის სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა.

ხანძარია წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ამავე დროს, ხანძარია მარტვილშიც სალხინოს ტყეში. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. დამწვარია დაახლოებით 30 ჰექტარი ფართობი.

ყველა დარჩენილ კერაზე ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მუნიციპალიტეტებში, ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სახელდება.