ქედაში ხანძარს ებრძვიან. სოფელ ბზუბზუში ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ცეცხლის ქრობის სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 115 მეხანძრე-მაშველი. მათ ადგილობრივებიც ეხმარებიან.
ბზუბზუში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ღამით ცეცხლის კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო დღეს ახალი კერები გაჩნდა.
როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, დასახლებულ პუნქტში, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.