ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით უკრაინას ეწვია

ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის, იანა ჩერნოჩოვას ხელმძღვანელობით ტერნოპოლის რეგიონს ეწვია. დელეგაციის წევრებმა და რეგიონის ხელმძღვანელობამ დაღუპული ლეგიონერების ხსოვნას პატივი მიაგეს და უკრაინის არმიის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

„ჩეხეთის რესპუბლიკა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თავდაცვის მინისტრის იანა ჩერნოჩოვას ხელმძღვანელობით ჩვენს რეგიონში ამის კიდევ ერთი დასტურია", - დაწერა Telegram-ზე ტერნოპოლის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ტრუშმა.

გარდა ამისა, განიხილეს სამხედროებისა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა მხარდაჭერის საკითხი.