"ამნისტიის შესახებ კანონპროექტში სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და პუნქტი იმისათვის, რომ რისკები იყოს დაზღვეული, მათ შორის შეფასებულია ინდივიდუალურადაც, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის გათავისუფლებას", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე რისკების აწონ-დაწონვა ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო.
„დღეს კიდევ დაზუსტდება საბოლოო სურათი. არსებული სახით, 1 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება ამნისტიის შესახებ კანონი, თუმცა დამატებით გრძელდება დაზუსტება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.