უკრაინაში ბრიტანეთის საელჩომ საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით უკრაინელებს ურყევი მხარდაჭერა და პარტნიორობა დაადასტურა.
ამის შესახებ საელჩომ Twitter-ზე განაცხადა.
„დიდი ბრიტანეთი ამაყობს ჩვენი პარტნიორობითა და მეგობრობით უკრაინის საზღვაო ძალებთან. დღეს, უკრაინის საზღვაო ძალების დღეს და ყოველთვის, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ!", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საელჩო.
უკრაინის საზღვაო ძალების დღე ივლისის პირველ კვირას, პრეზიდენტის 2015 წლის 12 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, 2015 წლიდან აღინიშნება.