პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ისრაელის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს მთავრობას, გააუქმოს შეზღუდვები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესდა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა.
„მივესალმები ისრაელის სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ისრაელის მთავრობას, გააუქმოს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა უკრაინის მოქალაქეებისთვის. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ზუსტად ის, რაც გამოარჩევს ჭეშმარიტ, განვითარებულ დემოკრატიას!", - წერს ზელენსკი.