რუსი ჰოკეისტი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავეს

სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ბრალდებით, რუსი ჰოკეისტი 25 წლის ივან ფედოტოვი დააკავეს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ რუსეთის ნაკრების მეკარე პეტერბურგიდან სევერომორსკში გადაიყვანეს.

პონომარეევმა ასევე განაცხადა, რომ ფედოტოვმა მისი გაწევვის შესახებ კომისარიატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლო სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.