უკრაინის ელჩის თქმით, თურქეთმა რუსული სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა

უკრაინა აცხადებს, რომ თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკა რუსული სატვირთო გემი, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა.

„ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა. გემი ამჟამად დგას პორტის შესასვლელთან, ის თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა", - განაცხადა ელჩმა ვასილ ბოდნარმა.

მისივე თქმით, გემის ბედს ორშაბათს გამომძიებლების შეხვედრა გადაწყვეტს. უკრაინა მარცვლეულის კონფისკაციას იმედოვნებს.

უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს მარცვლეულის მოპარვაში იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსულმა ძალებმა თებერვლის ბოლოს მოსკოვის შეჭრის დაწყების დაიკავეს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.

2 ივლისს, უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დაეკავებინა რუსეთის დროშის ქვეშ მდგარი სატვირთო გემი, რომელსაც მათი ინფორმაციით, მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.