ამერიკელმა ონკოლოგმა პაციენტების დავალიანებები გაანულა

არკანზასელი ონკოლოგის ინიციატივით, მან 200 პაციენტს 650,000 დოლარამდე დავალიანება გაუნულა, მას შემდეგ რაც გააცნობიერა რომ პაციენტებს უჭირდათ დავალიანების გადახდა.

ომარ ატიკმა,ონკოლოგმა 40 წლიანი გამოცდილებით,მარტში დახურა თავისი კიბოს კლინიკა პინ-ბლეფში, არკანზასში, თითქმის 30 წლიანი საქმიანობის შემდეგ. კლინიკის დახურვის შემდეგის მუშაობდა დავალიანების შემგროვებელ კომპანიებთან, რათა მიეღო დაგროვილი დავალიანებებიდან თანხა, თუმცა მალევე გადაიფიქრა, როდესაც მიხვდა,რომ მის პაციენტებს უჭირდათ გადასახადის გადახდა.

”დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ გადახდა,” - უთხრა ატიკმა Good Morning America- ს. ”ასე რომ, მეუღლესთან ერთად, როგორც ოჯახი, ვფიქრობდით ამაზე და განვიხილავდი ყველა სესხის პატიებას.”-ამბობს ექიმი ინტერვიუში.

საშობაო კვირის პერიოდში, ატიკის 200-მდე ყოფილმა პაციენტმა მიიღო სადღესასწაულო მისალოცი ბარათი, სიტყვებით: ”იმედი მაქვს, რომ ეს წერილი შეგიმსუბუქებთ ყოველდღიურობას. არკანზასის კიბოს კლინიკა ამაყობს, რომ მოგემსახურებათ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამედიცინო დაზღვევა უმეტეს პაციენტებს გადასახადებს უხდის, გამოქვითვები და თანამონაწილეობაც კი შეიძლება მძიმე ტვირთი იყოს. სამწუხაროდ, ამგვარად მუშაობს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. არკანზასის კიბოს კლინიკა იხურება 29 წლიანი თავდაუზოგავი პრაქტიკის შემდეგ.კლინიკამ გადაწყვიტა უარი თქვას ყველა ნაშთზე, რაც პაციენტებს კლინიკისთან აქვთ. გილოცავთ შობას და ახალ წელს.”