დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ, Europetime-ს დაუდასტურა, რომ ამ სეზონზე საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
„გუშინ დამწვრობის ცენტრში 16 წლის გოგონა შემოვიდა, რომელმაც რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში გამოიყენა. შედეგად, მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაზიანებული აქვს კანი გულმკერდსა და ზემო კიდურებზე“, - განაცხადა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ბავშვთა განყოფილებაში გადის.
საქართველოში წელს, ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა