უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის საპროტესტო გამოსვლებს 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ უზბეკეთის ხელისუფლებამ განაცხადა. ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის დედაქალაქ ნუკუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პროვინციის ავტონომიას შეზღუდავდა და მას გამოყოფის უფლებას ართმევდა.
243-მდე დაშავდა, ხოლო ხელისუფლებამ 516 ადამიანი დააკავა.
უზბეკეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გეგმას მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა. პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში შეტაკებები იყო.
Deutsche Welle-ს ცნობით, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა, ზოგიერთმა დემონსტრანტმა კი, რეგიონის დედაქალაქ ნუკუსში ადგილობრივი ხელისუფლების შენობების შტურმიც კი სცადა.
რეგიონის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც გამოქვეყნდა უზბეკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, რეფერენდუმზე გავა უახლოეს თვეებში.
მოქმედი კონსტიტუციით, ყარაყალპაკეთი აღწერილია, როგორც სუვერენული რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს რეფერენდუმის ჩატარებით გამოყოფის უფლება. მაგრამ კონსტიტუციის შემოთავაზებულ ახალ ვერსიაში აღარ იქნება ნახსენები რეგიონის სუვერენიტეტი ან გამოყოფის უფლება. თუმცა, პრეზიდენტ მირზოევის ოფისმა რეგიონში მისი ნაჩქარევი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ შემოთავაზებული რეფორმიდან ცვლილებები მის სტატუსთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს.პრეზიდენტი შაბათს ნუკუსში გაემგზავრა და ადგილობრივ დეპუტატებთან მოლაპარაკებები გამართა. მთავრობამ რეგიონში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.