პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით, 59 ქვეყანაში, მინიმუმ 602 ჟურნალისტი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 59 ქვეყანაში 602 ჟურნალისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ი ავრცელებს.

„გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა (303) ლათინური ამერიკის ქვეყნებზე მოდის. შემდეგ მოდის აზია (145), ევროპა (94), ჩრდილოეთ ამერიკა (32) და აფრიკა (28).

პროფესიიდან გამომდინარე, სხვადასხვა მოვლენის გასაშუქებლად ჟურნალისტებს, მაგალითად, ფრილანსერებსა და ფოტოგრაფებს „ველზე“ უწევთ მუშაობა და ვირუსის წინაშე ისინი ნაკლებად დაცულები არიან“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი (93) კორონავირუსს პერუში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ბრაზილია (55), მესამეზე კი ინდოეთი (53).