საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვამ, 2022 წლის 5 თვეში $539,9 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ($407,6 მილიონი) 32,4%-ით მეტია.
- საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა
- თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში
საქსტატის მონაცემებით, აზერბაიჯანის საქართველოში $315,8 მილიონის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ($212,1მილიონი) შედარებით, 48,8%-ით მეტია.
საქართველოდან აზერბაიჯანში 2022 წლის 5 თვეში $224,1 მილიონის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 2021 წელსთან შედარებით ($195,4 მილიონი) ზრდა 14,6%-ია.