საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია.

"ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 32.8 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 3 665.4 მლნ. აშშ დოლარი, რაც 33.7 პროცენტით მეტია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2 077.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.