ევროკომისიის საინფორმაციო პროექტმა EuvsDisinfo-მ, რომლის მიზანია „ფეიკნიუსების“ გამოაშკარავება, 2020 წლის ყველაზე ცნობილი, პროპაგანდისტული ჩავარდნების ოცეული გამოაქვეყნა.
ჩამონათვალის პირველ ადგილს კრემლის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმე იკავებს,რომელსაც ექსპერტები უწოდებენ „რუსეთის სახელმწიფოს დიდ სირცხვილს“. სტატიაში საუბარია არა თავად პოლიტიკოსის მოწამვლის ფაქტზე, არამედ იმ ოპერაციის წარუმატებლობაზე, რასაც თან ახლდა „აშკარა არაპროფესიონალიზმი“ როგორც ნავალნის მოწამვლის შემსრულებელთა, ასევე მათი მხრიდან, ვინც „ალტერნატიულ ვერსიას ავითარებდა“.
მეორე ადგილზე არის კრემლის მომხრე ორგანიზაციების "Fake News"-ების კასკადი, რომელიც მიზანმიმართული იყო დასავლეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. „EuvsDisinfo“-მ დაითვალა პანდემიისთან დაკავშირებული არარეალური მტკიცებულებებით სავსე დაახლოებით 700-მდე პუბლიკაცია.
მესამე ადგილი ეკუთვნის, რუსეთის ოსკაროსან რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს, რომელმაც საკუთარ საავტორო გადაცემაში აჩვენა ბელაურისს პროტესტის გაყალბებული ფოტოსურათი, რომელიც მისი თქმით, იყო გამოყენებული დასავლეთის მიერ,რათა გაეზვიადებინა დემონსტრაციებზე მისული ხალხის რაოდენობა.