ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში უხვი ნალექის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ BBC წერს.
სიდნეის ზოგიერთ რაიონში დატბირილია გზები და სახლები. მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგგორც ცნობილია, წელს უამინდობას ავსტრალიაში სულ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.