იტალიამ, ჩრდილოეთის ხუთ რეგიონში, რომლებზეც მდინარე პო გადის, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იტალიის ამ რეგიონებში აწარმოებენ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაახლოებით მესამედს.
ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ რეგიონში - ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ლომბარდია, პიემონტი და ვენეტო. გადაუდებელი საჭიროებებისთვის გამოყოფილია 36.5 მილიონი ევრო.
„საგანგებო მდგომარეობა მიზნად ისახავს არსებული სიტუაციის გადაჭრას საგანგებო საშუალებებითა და უფლებამოსილებით“, - განაცხადა იტალიის მთავრობამ.
პო იტალიის ყველაზე გრძელი მდინარეა, რომელიც აღმოსავლეთით 650 კმ-ზე მეტ მანძილზე მიედინება. პოს ხეობაში ფერმერები ამბობენ, რომ მარილიანი ზღვის წყალი მდინარეში ჩაედინება და მოსავალს ანადგურებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჩრდილოეთ იტალიის ალპებში მყინვარის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეულ ზვავს, სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.