ირანში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, France 24-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და მკურნალობას კერძო კლინიკაში გადის.
ასევე ცნობილია, რომ ირანში დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.