ისრაელმა Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა - აშშ-სა და კანადის მერე - რომელიც ხალხს სწორედ ამ ვაქცინით აცრის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche welle ავრცელებს.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა Moderna-ს 6 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა. როგორც ცნობილია, ვაქცინა ისრაელს მალე მიეწოდება.
ცნობისთვის, 100 000 მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით ისრაელი მსოფლიოში პირველ ადგილზეა - მას მოსდევს ბაჰრეინი და ბრიტანეთი.