საქართველოს პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობები დაამტკიცა.
დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციას ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა უხელმძღვანელებს. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ ირაკლი კობახიძე („ქართული ოცნება“), მარიამ ქვრივიშვილი („ქართული ოცნება“) და გელა მიქაძე (დამოუკიდებელი დეპუტატი). სათადარიგო შემადგენლობაში იქნებიან ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“), გივი მიქანაძე („ქართული ოცნება“) და თამარ ტალიაშვილი („ქართული ოცნება“).
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში კი შევლენ მაკა ბოჭორიშვილი („ქართული ოცნება“) და გელა მიქაძე (დამოუკიდებელი დეპუტატი). სათადარიგო შემადგენლობა: კახაბერ კუჭავა („ქართული ოცნება“), ირაკლი კობახიძე („ქართული ოცნება“).
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი იქნება. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ მარიამ ქვრივიშვილი („ქართული ოცნება“), ლევან ქარუმიძე („ქართული ოცნება“), შალვა პაპუაშვილი („ქართული ოცნება“), ანა ბუჩუკური („ქართული ოცნება“), ეკა სეფაშვილი („ქართული ოცნება“) და დავით ზილფიმიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი). სათადარიგო შემადგენლობა: მიხეილ დაუშვილი („ქართული ოცნება“), გიორგი ამილახვარი („ქართული ოცნება“) და დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“).
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე მაკა ბოჭორიშვილი იქნება. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ მარიამ ქვრივიშვილი („ქართული ოცნება“), ლევან ქარუმიძე („ქართული ოცნება“), შალვა პაპუაშვილი („ქართული ოცნება“), მიხეილ სარჯველაძე („ქართული ოცნება“) და გიორგი ხოჯევანიშვილი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: მაია ბითაძე („ქართული ოცნება“), ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“) და კახაბერ კუჭავა („ქართული ოცნება“).
ხოლო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება ირაკლი ბერაია. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) და გიორგი ხელაშვილი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: ვლადიმერ ჩაჩიბაია („ქართული ოცნება“), ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) და ფრიდონ ინჯია (დამოუკიდებელი დეპუტატი).
საპარლამენტთაშორისო კავშირში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება არჩილ თალაკვაძე. ძირითად შემადგენლობაში შევლენ გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) და ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ლაშხი („ქართული ოცნება“), ხატია წილოსანი („ქართული ოცნება“) და ავთანდილ ენუქიძე (დამოუკიდებელი დეპუტატი).
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება დავით სერგეენკო. ძირითად შემადგენლობაში შევლენ ირაკლი კოვზანაძე („ქართული ოცნება“) და ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობა: სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“), ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება“) და ბექა ლილუაშვილი („ქართული ოცნება“).
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამის) საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციას გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში შევლენ კახაბერ კუჭავა („ქართული ოცნება“) და დავით მათიკაშვილი („ქართული ოცნება“). სათადარიგო შემადგენლობაში იქნებიან კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“), ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“) და ირაკლი ზარქუა („ქართული ოცნება“).
მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება დიმიტრი ხუნდაძე. სათადარიგო შემადგენლობაში შევლენ ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) და ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“).