ბორის ჯონსონის მთავრობა ორმა წევრმა დატოვა. ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის მიმართ ნდობა დაკარგა.
კანცლერმა, ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა ასევე დატოვა თანამდებობა.
მისი თქმით, საზოგადოება მოელის, რომ მთავრობა „სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად" წარმართავს პროცესებს.
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.