სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას News.am პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელბს.

როგორც სომხეთის პრტეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, არმენ სარგსიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„სომხეთის პრეზიდენტი ახალ წელს ლონდონში, ოჯახის წევრების წრეში შეხვდა. 3 იანვარს მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა პრეზიდენტს ასევე კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. კორონავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. პრეზიდენტი სარგსიანი თვითიზოლაციაში იმყოფება და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.