ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კომიტეტი აქვეყნებს. კანონპროექტის ინიციატორია დეპუტატი მიხეილ დაუშვილი. დაუშვილი საკანონდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს.
საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 18 სექტემბერს მიიღო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შედის 2021 წლის 1 აპრილიდან და ამავე თარიღით ძალადაკარგულად ცხადდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონი.
„შესაბამისად, აუცილებელია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 50-ე მუხლის მე-11 მუხლის ცვლილება”, - განმარტავს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი.
კომიტეტის ცნობით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-2 მუხლი თანხვედრაში იქნება იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან. ამასთან, საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 50-ე მუხლის მე-11 მუხლი თანხვედრაში იქნება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც ამოქმედდება 2021 წლის 1 აპრილიდან.
როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ დამატებითი კონსულტაციების გავლის შედეგად, ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაისვა, პასუხი გაცემულია.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვას.