იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევაში კორონავირუსი ავადმყოფიდან ჯანმრთელს შეიძლება ერთი წუთის განმავლობაში გადაედოს.
- სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა - ინტერვიუ ივანე ჩხაიძესთან
„თუ ჩვენ ვამბობდით, რომ 15 წუთიანი კონტაქტია საჭირო რომ ავადმყოფიდან ჯანმრთელს გადაედოს კორონავირუსი, ომიკრონის შემთხვევაში ეს შეიძლება, იყოს ერთი წუთის განმავლობაში. თუ ჩვენ მომდევნო კვირასაც მივიღეთ შემთხვევების გაორმაგება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენ ზაფხულის განმავლობაში გვქონდეს მნიშვნელოვანი მატება“, - განაცხადა ჩხაიძემ „იმედთან“.