ელენე ხოშტარია გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძის სანქცირებას ითხოვს
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩამოთვლილი პირები ოლიგარქიული მმართველობის წევრები არიან.
"ჩვენ წარმოვადგინეთ პატარა ოლიგარქები, ანუ ის კორუფციული სქემა ვითომ ბიზნესმენების, რომელზე დგას რუსეთთან კავშირები... დღეს მინდა აქცენტი გავაკეთო ძალოვან სტრუქტურებზე. ძალოვანი სტრუქტურები არის ის საყრდენი, რომლითაც ოლიგარქიული მმართველობა იტაცებს სახელმწიფოს და ჩართულია რუსეთთან საშიში კავშირების შექმნაში ან დაფარვაში. დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი არის სწორედ ის, რომ ქვეყანას სანქციები ავარიდოთ", - განაცხადა ხოშტარიამ.