ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს წერილი მისწერა, რომელშიც იგი ფანარის მეთაურთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს. - ინფორმაციას გამომცემლობა Romfea.gr ავრცელებს.
წერილში ჯო ბაიდენი პირობა დადო, რომ გააგრძელებს პატრიარქ ბართლომეოსთან თანამშრომლობას.
ბაიდენმა კონსტანტინეპოლის პატრიარქს საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც საკუთარი მადლიერება გამოხატა მისალოცი წერილის მიღების გამო, რომელიც მას მისმა უწმინდესობა ბართლომეოსმა ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევისთანავე გაუგზავნა.
ჯო ბაიდენი, მადლობას უხდის უწმინდეს ბართლომეოსს კეთილი სიტყვებისა და საუკეთესო სურვილებისათვის და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ აქამდე არ მიეცა საშუალება ტელეფონით დაკავშირებოდა მას, აგრეთვე აცხადებს, რომ მისთვის „დიდი პატივია“ იყოს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი არჩეული პრეზიდენტი და რომ იგი აცნობიერებს „თუ რამდენი სამუშაო ელით მათ წინ“.
„არჩეული ვიცე პრეზიდენტი ჰარისი და მე ამოცანების გადაწყვეტისათვის ვიმუშავებთ სერიოზული გლობალური პრობლემების დროს, კორონავირუსიდან დაწყებული კლიმატის ცვლილებებამდე, რომლებიც აუქმებენ საზღვრებს და საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვენ. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობის შესაძლებლობას ამ რთულ დროს“ - წერს ბაიდენი.
მან ასევე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ფანარის მეთაურთან მომავალ დიალოგს, ხოლო პოსტსკრიპტუმში საკუთარი ხელით მინაწერი დაურთო წერილს: „ჯანმრთელად იყავით. ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა“.