საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის მიწვევით, ვენაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ამასთან, საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.