ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი, ჯორჯიის შტატში მეორე ტურის გამართვამდე, ამომრჩევლებს შეხვდნენ. - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბაიდენმა და ტრამპმა ამომრჩევლებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
"ჯორჯია, მთელი ქვეყანა შენ გიყურებს. ძალაუფლება შენ ხელშია". – განაცხადა ბაიდენმა ამომრჩევლების წინაშე.
მისივე თქმით, ერთმა შტატმა შეიძლება შეცვალოს კურსი არამხოლოდ 4 წლის განმავლობაში, არამედ შემდეგი თაობისთვის.
"მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ... [ეს] თქვენი უკანასკნელი შანსია, გადაარჩინოთ ამერიკა, რომელიც გვიყვარს". – უთხრა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს.
ტრამპმა შეკრებილ ამომრჩევლებს უთხრა, რომ ჯორჯიის მეორე ტური დემოკრატების წინააღმდეგ "უკანასკნელი თავდაცვითი ხაზია".