საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს პაუ მარი კლოსესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე.
პაუ მარი კლოსემ ესპანეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის 9 ივლისს სრულდება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.