ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა

უკრაინა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების კუთხით შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერას იმედოვნებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ამერიკელ სენატორებს, ლინდსი გრეჰემს და რიჩარდ ბლუმენტალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორპარტიული და ორმხრივი მხარდაჭერა. ჩვენ ვგრძნობთ და ვაფასებთ ამ ერთობას. ახლა უპირველესი მიზანია უზრუნველყოს, რომ ბავშვებთან ერთად ქალები დაბრუნდნენ სახლებში, ხოლო სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეძლოთ სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლა 2022 წლის პირველი სექტემბრიდან.

ვიმედოვნებთ კონგრესის მხარდაჭერას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ცის უსაფრთხოების ისეთი დონე, რომ ჩვენს ხალხს უკრაინაში ცხოვრების არ შეეშინდეს“, - წერს ზელენსკი.