ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად კანონი მიიღო

NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერიდან ორი დღის შემდეგ, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად კანონი მიიღო. იუწყება Reuters-ი. უფრო კონკრეტულად, ფინეთის პარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ქვეყანას რუსეთთან საზღვარზე ბარიერების აგებისა და განსაკუთრებულ შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელთაგან 1300 კმ (800 მილი) საზღვრის დახურვის შესაძლებლობას მისცემს.

შეგახსენებთ, 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.

  • რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, გაეცანით Europetime-ის მასალას