„პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და გავიმეორე დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ მათ მივაწვდით სასიცოცხლო თავდაცვით დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში.
- ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს
- ჯონსონი უკრაინის ნამდვილი მეგობარია, იმედია, მისი გადადგომის შემდეგ, უკრაინასთან მიმართებით, ლონდონის პოლიტიკა არ შეიცვლება - ზელენსკი
ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის განცხადების გაკეთების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტთან ტელეფონით ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განიხილეს უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იყო.