წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარს ებრძვიან. ბალახის საფარსა და ბუჩქებს დაახლოებით 50 ჰექტარზე უკიდია.
წყალტუბოს მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სოფლებში: ჩუნეშში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში. ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.
მერის თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.