საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ქვეყნის პოლიტიკას უკრაინის მიმართ. ამის შესახებ Ukrinform-ი იუწყება.
„ამ ომის ფონზე, ბორის ჯონსონმა დაამტკიცა, რომ მამაცი ადამიანია, რომელსაც არ ეშინია, გარისკოს. გავიხსენოთ მისი ვიზიტი კიევში, აპრილში. ვფიქრობ, მისი მსგავსი ადამიანი აღარ იქნება, ვფიქრობ, მისი მსგავსი ადამიანი აღარ იქნება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პოლიტიკა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი დარჩება. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.