საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს. შესაბამისი პოსტი პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსდა.
„საშინელი ტრაგედია მოხდა. მთელი საქართველო შოკირებულია. სინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ლიდერი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
იაპონიის ყოფილი პრემიერი სიძზო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა.
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.