რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა, მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და ძლიერი NATO, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდეს NATO-ს, ფინეთსა და შვედეთზეა ლაპარაკი, ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უდნა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი NATO-ში გაწევრიანება. იცით, რომ სამი ქვეყანა ნეიტრალურია: ავსტრია, ირლანდია, მალტა და კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან.
ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, ხედვები შეცვლილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იცვლება NATO და სინამდვილეში ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე და არის იმის დასტური, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და უფრო ძლიერი NATO და NATO, რომელიც მზად არის, უფრო დიდი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დიდი გლობალური, სტრატეგიული მიზნები ამ ყველაფრით, ამის შედეგად ვერ იქნება მიღწეული“, – განაცხადა კანცლერმა.