ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რატომ არ მიენიჭა ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რატომ მიენიჭა სტატუსი უკრაინას, ასევე მოლდოვას.
„შეხვედრა მქონდა გეოსტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს 20% რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ოკუპირებული. ეს დიდი გამოწვევაა. საქართველო წარმოადგენს ძალიან განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის პარტნორობაზე. უკეთ რომ გავიგოთ ეს რეგიონი, ავსტრიის პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მიისწაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ის დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერთობის ნაწილი.
ევროპულმა საბჭომ უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სწარაფად ამ პროცესის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავსტრიის პოზოციებზე დეტალურად ვისაუბრეთ და ავუხსენით ჩვენი მიდგომა, რატომ გაიწერა მაგალითად, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რატომ დაფიქსირდა ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცოგოვინის მომენტიც გასათვალისწინებელია და ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ.
ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ, ვლაპარაკობთ სხვადასხვა ინტერესზე, ამ ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ. მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიგანლის გაგზავნა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის.
რომ დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის, საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ.
გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად, ამ მიმართულებითაც დიდი პოტენციალი არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა გარანტია, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარანტიები უზრუვნელყოფილი იყოს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნას გარანტიები შექმნილი. ორგანიზებულ კრიმინალთან, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ, რადგან ჩვენ ამ თანმაშრომლობის პროცესში ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.
მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა შეიმქნას სტაბილურობის სივრცე, სადაც ამ ძალიან რთული სიტუაციის ფონზე, კონკრეტული გარანტიები იქნება მოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, რათა უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის ომა ევროპა შეცვალა.
„ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდეს NATO-ს. მათ რუსეთთან საზღვარი აკავშირებთ. ამ ფონზე დაჩქარდა დისკუსია, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება, თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი NATO-ში გაწევრიანება. იცით, სამი ქვეყანა ნეიტრალურია - ავსტრია, ირლანდია და მალტა, ასევე არის კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან. იცვლება NATO-ც. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო მეტი და ძლიერი NATO, რომელიც მზადაა, მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გლობალური სტრატეგიული მიზნები ვერ იქნება მიღწეული.
ომი თავისთავად ტრაგედიაა. საქართველო თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს. ავსტრიაში მაგალითად, 80 000 ლტოლვილია. საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს, რეგიონში საქართველო რეგიონში აღიქმება როგორც სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მიდგომებისთვის, რომლებსაც ოკუპაციის პირობებში ინარჩუნებთ. მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.