ბოლივიის ქალაქ სუკრეში წყალდიდობას მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ძლიერი სეტყვის შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, ქალაქის ქუჩები წყლით დაიტბორა. ძლიერმა წყალმა თან გაიყოლა მანქანები, ავტობუსები და ბაზრის დახლები.
ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქის უდიდესი ფერმერების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სადრენაჟო სისტემები ნაგვით იყო სავსე და წყლის გასვლას ხელს უშლიდა.
პრეზიდენტმა ლუის არჩემ დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ედუარდო დელ კასტილომ განაცხადა, 6 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, მათ შორის 3 ბავშვია. წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.