არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაკვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა - ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის უსი ვერ მიიღო.
„ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ კანონები, ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ? თუ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა გვჭირდება ჩვენ. რა იციან ევროპელებმა, 12 მჭირდება, თუ 25? შეიძლება 100 რაღაც მჭირდება იმისთვის,რომ შევიცვალო, შეიძლება 3 გვჭირდება... ქართველებს ერთადერთი რამ გვჭირდება თავიდან, ერთმანეთის სიძულვილი, ზიზღი უნდა დავთმოთ. ადამიანები ვართ, ჩვენ დარვინის თეორიის ადამიანები კი არ ვართ, თითოეული ჩვენგანი ღვთისგან შექმნილია და ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. ვისაც შეყვარება არ შეუძლია და ამის გული არ აქვს, მეორის ატანა მაინც უნდა შეეძლოს, თორემ მოვა დრო და...“- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.