თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მკვლელობა მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით არის ჩადენილი და საუბარია ეჭვიანობის ნიადაგზე.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულმა მძინარე მეუღლეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. საქმეში მტკიცებულებების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი და მოწმეების ჩვენებებია.
ამასთან, დაკავებული ბრალს აღიარებს. შემთხვევა გუშინ თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მოხდა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.