დღეს, 10 ივლისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ პირველად ითამაშებს და პირველად უმასპინძლებენ იტალიას. იტალია ექვსი ერის და ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა.
რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დიდი მონიტორზე მოეწყობა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი და გულშემატკივარს შეეძლება, ბორჯღალოსნებს ხმა მიაწვდინონ.
ეს ტერიტორიები: თბილისი (ორბელიანის მოედანი, კრწანისი, ნაძალადევი, სამგორი, წითელი ბაღი, გლდანი); რუსთავი (გაგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის უკან მდებარე სკვერი); ყაზბეგი (საფეხბურთო მოედანი); ახალციხე (რაბათის ციხე); ფოთი (ცენტრალური პარკი); ზუგდიდი (სკეიდპარკის ტერიტორია); ოზურგეთი (ჭადრების ბაღი); ჩოხატაური (რივერ ბარი „აკაციები“); ამბროლაური (კულტურის სახლის მიმდებარედ არსებული სკვერი); ლენტეხი (ადმინისტრაციული შენობის ეზო); ბოლნისი (კულტურის და დასვენების პარკი); მარნეული („კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი); თელავი (თეატრის წინ); ხაშური (დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი); ჭიათურა (კინოს მიმდებარედ); ბორჯომი (ცენტრალური პარკი); მცხეთა (წეროვანის დევნილთა დასახლება; საგურამოს პარკი); ქუთაისი (ცენტრალური ბულვარი); წყალტუბო (სპორტის სასახლის მიმდებარედ); გურჯაანი (ცენტრალური პარკი); დედოფლისწყარო (კულტურის სახლი); საგარეჯო (ცენტრალური სტადიონი); ონი (კახაბერის ქ. 4); ცაგერი (რუსთაველის ქ. 66).
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.